Friday, November 15, 2013

 ორთაჭალის ისტორიულ-ეთნოგრაფიული თავისებურებები 

ორთაჭალა ისტორიაში მხოლოდ ბაღებითა  და გასართობი ადგილით არ შესულა, ამ ადგილას ბევრი საომარი მოქმედებები გამართულა, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოები ქვეყნის დედაქალაქის აღებას და გაძარცვას ცდილობდნენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1795 წლის 10-15 სექტემბრის კრწანისის ომი, თბილისის ასაღებად,როდესაც ქალაქს აღა-მაჰმად ხანის ურდო მოადგა. ამ ადგილას 300 არაგველმა გლეხმა ომი სხვა გმირებთან ერთად არ მიატოვა და ისინი გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ბრძოლის ადგილას აღმართულია მემორიალი,რომელიც ყველა გამვლელს ახსენებს იმ გმირების თავდადებას. ყოველ წელიწადს აქ იმართება სახალხო დღესასწაული კრწანისობა, ტარდება პარაკლისი და სხვადასხვა ღონისძიებები.


ძველი თბილისის რაიონი, რომელსაც ორთაჭალა მიეკუთვნება აერთიანებს XIX ურბანულ განაშენიანებას, მეტწილად ეკლექტურ არქიტექტურას, რომელთა რამოდენიმე ნაგებობა V. თარიღდება. ქალაქის XIX საუკუნის ნაწილს დღეისთვის თითქმის არ მოუღწევია 1795 წლის სპარსეთის შემოსევის გამო.
     

ქალაქის არნახულმა ზრდამ იმსხვერპლა ბევრი წარსულის ნაკვალევი მაგრამ ორთაჭალას შემორჩა ძველი ქუჩები რომელთაც ახასიათებს ძველებური არქიტექტურა თბილისური ეზოები თავისი კოლორიტით
.
აქ ყოველ დილით ისევ ელოდებიან მემაწვნეებს, მემწვანილეებს, ცოცხალი თევზის გამყიდვლებს.ორთაჭალა მრავალეროვან რაიონს წარმოადგენს, ერთმანეთის გვერდი  მშვიდობიან თანაცხოვრებას ეწევიან: სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები, რუსები, ბერძნები და სხვა ეროვნების ადამიანები.

   ჩვენი სკოლა ორთაჭალის ცენტრალურ ნაწილში დგას და ქალაქში ყველაზე მრავალეროვანი სკოლაა. ჩვენთან ზედმიწევნით ტოლერანტული გარემოა ძალიან გაიზარდა ქართულ სექტორში სწავლების  მსურველთა რიცხვი რაც სახელმწიფო ენის განვითარებას უწყობს ხელს.


ეკონომიკური პოტენციალი წინათ და ახლა 

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ორთაჭალას ქალაქის ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა. ამ უბანში იყო განთავსებული  წინდების ფაბრიკა, საპნის ქარხანა, პლასმასის ქარხანა, ტყავის ფაბრიკა რაც მოსახლეობის დასაქმებაში ხელშემწყობი ფაქტორი იყო. მტკვრის სანაპიოს პარალელურად მიუყვება გორგასლის ქუჩა რომელიც გორგასლის მოედნიდან, ძველი თბილისის ცენტრში იწყება და მთელ ორთჭალას გასდევს. ამ ქუჩას ქალაქის სატრანსპორტო რგოლში დიდი ადგილი უჭირავს, იგი აკავშირებს ქალაქის ცენტრს რამდენიმე რაიონს.



   ორთაჭალამ ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვანი ფუნქციები შეიძინა. აქ განთავსებულია მნიშვნელოვანი სამთავრობო ორგანიზაციები და სამინისტროები: ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკორატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შინაგანსაქმეთა სამინისტროს დეპარტამეტი.ბანკების და სხვა დაწესებულების ოფისები.
ორთაჭალის ერთერთ ქუჩაზე, რომელიც „კრწანისის“ სახელს ატარებს, მდებარეობს ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია. იგი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებული კლლიმატისა და მდებარეობის გამო, ლავრენტი ბერიას შეურჩევია საცხოვრებლად, იქ სახლი აუშენებია, შემდეგ 60-იანი წლებიდან გადაუკეთებიათ სამთავრობო რეზიდენციად.




   ვარდების რევულუციის შემდეგ ეს ტერიტორია გაიყიდა და  იქ მდებარეობს ინგლისისა და საფრანგეთის საელჩოები, ევროკავშირის მისიის რეზიდენცია, ასევე ამ ქუჩაზე განთავსებულია შვეიცარიის, იაპონიის, კორეის საელჩოები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი და ახალი „ნიუ ჰოსპიტალი“ სამონასტრო კომპლექსები. აქედან გამომდინარე ორთაჭალამ შეიძინა ადმინისტრაციული, დიპლომატიური, ჯანდაცვის და რელიგიურიფუნქცია. გაიზარდა სავაჭრო და სატრანსფორტო მოთხოვნილება, რაც ეკონომიკური განვითარების მეტ საფუძველს იძლევა.

ორთაჭალის გარემოს დაცვითი პრობლემები და  უბნის განვითარების პერსპექტივები 

ბოლო პერიოდში გაიზარდა ტურისტების რიცხვი, ყველაზე მეტი მნახველი ძველი თბილისის რაიონს გააჩნია, ასევე ბევრი სტუმარი ჰყავს ორთაჭალას. აბანოთუბანში განთავსებული „ჰეიდარ ალიევის“ პარკი.გამოირჩევა სილამაზით და ყოველთვის ვამჩნევთ რა მოწიწებით და სიყვარულით ექცევიან მას აზერბაიჯანელები. ასევე შესანიშნავად გამოიყურება ახლადაშენებული აზერბაიჯანის საელჩო, საელჩოს გვერდით არის ისტორიული მემორიალი „300 არაგველის“ და „მაჩაბლის კედელი“, რომელიც სათანადოდ არ არის მოვლილი, უფრო მეტიც, რამდენიმეწლის წინათ იმ სადაც ადრე მოსწავლეთა სასახლე იყო, ახლა იქაურობა მოუვლელი და მიტოვებულია.

 წამებული გმირების სახელზე დადგმულ სკულპტურას მრავალჯერ მოატეხეს ნაწილები და ჩვენივე თანატოლების მიერ უსახური წარწერებით არის აჭრელებული. თბილისის ისტორიისთვის ეს ადგილი ერთ ერთი უმნიშვენელოვანესია და მისი უპატივცემლობა გულსადკენია , როცა ჰეიდარ ალიევის ყოფელთვის დევს ხასხასა ვარდების გვირგვინი ქართველ გმირთა მემორიალი კი , სადაც წინა საუკუნეში ყოველთვის მარადიული ცეცხლი ენთო დღეს ობლად გამოიყურება . 



ისტორიულად მტკვარი თბილისელებისთვის ბევრ ფუნქციას ითავსებდა . ძველი თბილისი და ორთაჭალა მტკვრის გარეშე არაფერს წარმოადგენს , ადრე მტკვრის თევზი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩეოდა , ახლაც დაინახავთ მტკვრის ჯებირებთან ბევრ მეთევზეს , მაგრამ მტკვარი იმდენად დაბინძურებულია თევზი ისეთი გემრიელი აღარ არის . 


ორთაჭალის სამხრეთი ნაწილი რეკრიაციული ზონაა , იგი ბოტანიკური ბაღის გაგრძელებას წარმოადგენს . ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია . იგი ამ რეკრეაციული ზონის გვერდითაა და კრწანისის ქუჩის ბოლოს მდებარეობს . მის გაგრძელებაზე შვიდი წლის წინათ შეიქმნა " ღირს არსის " ხატის სახელობის სამონასტრო კომფლექსი  , ასევე ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარეობს გრიგოლ ხანგძთელის  სამონასტრო მონასტერი . ამ რელიგიური კერების ჩამოყალიბებას საფუძველი გაუჩინა იმან რომ ეს ტერიტორია საარქივო მონაცემებით მეტეხის ეკლესიის დაქვემდებარებაში ყოფილა. ასევე კრწანისის ქუჩაზე  XIX საუკუნის ჩათვლით არსებობდა თამარ მეფის სახელობის მონასტერი , რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში საცხოვრებელ კორპუსებად გადააქციეს , რაც ამჟამად მცხოვრები ადამიანისთვისაც  რელიგიური თვალსაზრისით დიდ პრობლემას წარმოადგენს . ახალი რელიგიური ცენტრების შექმნამ განაპირობა ის რომ აქ ბევრი სტუმარი მოდის  მათ შორის სხვა ქვეყნიდანაც.  "ღირს არს " სამონასტრო კომპლექსში მოქმედებს წმინდა ისპირიდონ ტრიმუფუნდელის ეკლესია  რომელიც ერთადერთია  თბილისში და მას უაამრავი მომლოცველი ჰყავს . რაც ტურისტული პოტენციალის გაზრდის საშუალებას იძლევა .


როცა ჩვენ იქაურ გარემოს გავეცანით ეკოლოგიურ პრობლემებსაც წავაწყდით . მოსახლეობამ ცდილობს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გზაზე დაყაროს  მოუწესრიგებელია გზის საფარი ეკალური მასებით  არის დაბინძურებული შინდისის ხევში ჩამომდინარე პატარა მინარე რომელიც პირდაპირ მტკვარში ჩაედინება , მოუწესრიგებელია წყალგამტარი სისტემები , რომელმაც გამოიწვია 2011 წელს წყალდიდობის დროს ორთაჭალის დატბორვა და მათ შორის ადამიანური მსხვერპლიც .

როდესაც ჩვენ ასე ახლოს გავეცანით უბანს, უფრო მეტად დავფიქრდით მის სამომავლო პერსპექტივებზე გარემოს დაცვის თვალსაზრისით . მიზეზი უფრო მეტად საზოგადოების დამოკიდებულებაა . ჩვენ ვიფიქრეთ რაღაც როლი ვითამაშოთ ამ პრობლემების მოგვარებაში . ჩვენ სკოლასთან ახლოს მდებარეობს გარემოს დაცვის სამინისტრო და კარგი იქნება თუ ცოცხალ კონტაქტს დავამყარებთ მასთან .

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ანალიზი   გვიჩვენებს ,რომ სახელმწიფოს და საზოგადოების ერთობლივი ბრძოლით ორთაჭალას მეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცემა  და გაიზრდება მისი ,როგორც  ადმინისტრაციული , დიპლომატიური , რელიგიური და ტურისტული ფუნქციები . მისი განვითარება შეუქცევად პროცესად იქცევა ამისთვის ხელშემწყობი ფაქტორებია სუფთა ეკოლოგიური გარემოს ჩამოყალიბებ რადგან იგი უფრო მიმზიდველი გახდეს . ეს ასევე განაპირობებს  უბნის ეკონომიკური თვალსაზრისით  გაძლიერებას , მოსახლეობის დონის ამაღლებას . 




No comments:

Post a Comment