ძველი თბილისი-ორთაჭალა
ისტორიულ-გეოგრაფიული გარემო
მამადავითის მთიდან თბილისს თუ გადავხედავთ, ნარიყალას ციხის კალთების გასწვრივ თქვენს წინაშე გადაიშლება ჩვენი დედაქალაქის ის ნაწილი, რომელსაც ძველ თბილისს უწოდებენ: თათრის მოედანი,კლდის უბანი, ავანაანთ ხევი, ლეღვთა ხევი (ბოტანიკური ბაღი), მეტეხის ხიდის მიდამოები-მტკვრის მორევიდან ბალახანამდე. აბანოთუბანი, სეიდაბადი, ორთაჭალა, ხარფუხი და მისი მიჯნა-განჯის კარი.
სწორედ ამ უძველეს უბნებს მოიცავს ჩემი რაიონი.
ორთაჭალაში გორგასალის ქუჩაზე მდებარეობს ჩემი სკოლა-72-ე საჯარო. .
თელეთის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს ჩადაბლებული ადგილი-კტწანისის სინკლინი, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვართან ახლოს,რელიეფში, კრწანისის ვაკით,ანუ, როგორც მას უწოდებენ კტწანისის ველით არის გამოხატული. მას თაბორის ქედი ესაზღვრება, სამხრეთით თელეთის ქედი.
აღმოსავლეთი დაბოლოებით თითქმის მტკვრის ნაპირამდე აღწევს თაბორის ანტიკლინური ქედი. ქედის თხემი მოვაკებულია და აღმოსავლეთიდან (500 მ.)დასავლეთისაკენ(850-900 მ.) მაღლდება. ეს არის ერთ-ერთი ვრცელი ტერიტორია, სადაც ქალაქის გატყიანება მიმდინარეობს. ქედის ჩრდ. ფერდობზე მდინარე წავკისის ხეობაში არსებობდა თერმული წყლების გამოსასვლელები. სამწუხაროდ, ქალაქის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისას სამკურნალო თვისებებითგამორჩეული თერმული წყლების გამოსასვლელები დაიკარგა.
მდინარე წავკისის წყლის ხეობაში გაშენებულია ბოტანიკური ბაღი, რომელიც ერთერთი ულამაზესი და მცენარეთა სახეობების სიმდიდრით გამორჩეული ბაღია . ეს ხეობა უძველესი დროიდან გამოირჩეოდა ბაღების სიმრავლით. ამის შესახებ მოგვითხრობენ უცხოელი მოგზაურები. ხოლო ვახუშტი ბატონიშვილი კი ასე აღწერს თბილისის მიდამოებს :,, გარემო ქალაქისა და წალკოტნი და სავარდენი მრავალნი, ყოველთა ხილითა და ყვავილითა სავსე“.(ვახუშთი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა“
ორთაჭალის უმთავრეს წიაღისეულ სიმდიდრეს წარმოადგენს ყველასთვის კარგად ცნობილიგოგირდოვანი წყლები. სწორედ, გოგირდოვანი წყლების სამკურნალო თვისებებია გამოყენებული თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტსა და აბანოებში.
სამწუხაროდ, ქალაქში სხვადასხვა პერიოდში სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას გოგირდოვანი წყლების გამოსასვლელების წლიური დებიტი საკმაოდ შემცირდა . ამჟამად მიმდინარეობს საძიებო-ეკოლოგიური სამუშაოები მათი ღდგენისთვის.
სამწუხაროდ, ქალაქში სხვადასხვა პერიოდში სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას გოგირდოვანი წყლების გამოსასვლელების წლიური დებიტი საკმაოდ შემცირდა . ამჟამად მიმდინარეობს საძიებო-ეკოლოგიური სამუშაოები მათი ღდგენისთვის.
No comments:
Post a Comment