სანამ სანაპიროები აშენდებოდა და მტკვრის კალაპოტი კედლებში მოექცეოდა, თბილისში და მის შემოგარენში რამდენიმე დიდი თუ მცირე კუნძული არსებობდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი კუნძული იყო ორთაჭალა.
ვახუშტი ბაგრატიონს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ორაჭალა ღნიშნული აქვს ,,კრწანისის ბაღის სახელწოდებით. ეს იმით აიხსნება, რომ ორთაჭალა სოფელ კრწანისს ეკუთვნოდა. კუნძული მდებარეობდა ქალაქის ღმოსავლეთით, სეიდაბადის (ხარფუხის) ქვევით. ორთაჭალის ბაღები მეფის ოჯახს და თავადაზნაურობას ქონდა გაყოფილი. XIX სა-ში ბაღებს კერძო მესაკუთრეები დაეუფლნენ.
ორთაჭალის ბაღებზე ბევრი რამ დაწერილა თბილისელების და თბილისის სტუმრების მიერ. ი. გრიშაშვილი წერდა: ,,ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი იყო მდაბიო ხალხისთვის ორთაჭალის ბაღები და ევროპულად. გაზრდილთათვის მუშტაიდი." ამის შესახებ ასევე წერდა გაზეთი ,, დროება" ერთ წერრილში, რომელსაც ,,თბილისის გასეირნება " ერქვა და ადარებდა ორთაჭალის ბაღებს ევროპულს.
ორთაჭალის კუნძული მარჯვენა ნაპირთან ხის საცალფეხო ხიდით იყო დაკავშირებული, რომელსაც ,,ვირის ხიდს" უწოდებდნენ, რადგან მასზე ჭირნახული გადაჰქონდათ სახედრებს.
ორთაჭალის ძველი რომანტიკა დღეს ისტორიაა. 50-იან წლებში აშენდა ორთაჭალჰესი, შემდეგ გაიყვანეს სანაპიროები, მტკვრის ტოტი მოისპო და კუნძულმაც შეწყვიტა არსებობა.
No comments:
Post a Comment